“არაფერი საპანიკო არ არის. იყო გარკვეული გარემოს დაბინძურება. ეს 27 სექტემბერს მოხდა, საღამოს. ცხენისწყლის ზემო წელში, ლენტეხის ზემოთ, გახლავთ ძველი, საბჭოთა პერიოდის სამთო-ქიმიური გადამამუშავებელი კომბინატი, რომელიც არ მუშაობს. იქ იყო ნარჩენები, დარიშხანის გადამუშავების პროდუქტებისა, რომელიც კასრებში იყო დასაწყობებული. შემდეგ, დიდი წყალუხვობის გამო, რამდენიმე კასრი ცხენისწყალში მოხვდა. იმავე დღეს გარემოს დაცვის, საგანგებო სიტუაციების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის სამინისტროს შემადგენლობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. პრევენციის მიზნით დაიწყო სასმელი წყლის მუდმივი მონიტორინგი. იმავე დღეს, სანამ გვეცოდინებოდა ანალიზის შედეგი, რა თქმა უნდა მოსახლეობა გავაფრთხილეთ. მეორე დღეს, მივიღეთ პირველადი ანალიზების პასუხი, რომ ყველაფერი ნორმის ფარგლებშია. მიმდინარეობს მუდმივი მონიტორინგი. რამდენჯერმე კეთდება წყლის ანალიზი როგორც ცხენისწყლის აუზში, ასე რიონის აუზში. როგორც მდინარეში, ასევე ირგვლივ მყოფ სასმელ წყლებში. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ცხენისწყალი სასმელად არ გამოიყენება. ქვევით მდინარე რიონის მხოლოდ ფილტრატები გამოიყენება. შემცველობა ნორმის ფარგლებშია. ასე რომ პანიკის საფუძველი არ არის.”