აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს:
“30 სექტემბერს უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო თავისი ერთთვიანი საქმიანობის ამსახველი ანგარიში. სამწუხაროა, რომ ანგარიში ნაციონალური მოძრაობის მიერ გაგზავნილ არც ერთ საჩივარს არ პასუხობს კონკრეტული შედეგით. ანგარიში ამტკიცებს, რომ ეს კომისია არის ფიქცია, რომლის საქმიანობა არ ემსახურება საარჩევნო დარღვევების აღმოფხვრას და წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას; პირიქით, ის ამართლებს სამართალდამცავი ორგანოებისა და მმართველი პარტიის კანონდარღვევით ქმედებებს და სრულად უგულვებელყოფს თავის სამართლებრივვალდებულებას.
I. წინასაარჩვენო დარღვევებიდან ყველაზე მძიმე არისძალადობის ფაქტები ნაციონალური მოძრაობის წევრების მიმართ. კომისია კმაყოფილდება იმით, რომპროკურატურისთვის გადაცემულია ჩვენი საჩივრები და”გამოძიება გრძელდება” კვირების განმავლობაში; არც ერთი დამნაშავე სისხლის სამართლის წესით დღემდე არ დასჯილა, მიუხედავად იმისა რომ, ძალადობის ფაქტები აღბეჭდილია ვიდეოფირზე. ერთ შემთხვევაში, პროკურატურა საქმის დაუსრულებლობას აბრალებს დაზარალებულის უარს სამედიცინო შემოწმებაზე. ქალბატონი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ 30 აგვისტოს მხოლოდ იმიტომ,რომ დავით ბაქრაძის მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებდა, 27 სექტემბერს მიყავდა პროკურატურას სამედიცინო შემოწმებაზე, რომ დაემტკიცებინა ძალადობის ნიშნების არარსებობა.
II. დარღვევების მეორე კატეგორია უკავშირდებანაციონალური მოძრაობის წევრების სისხლის სამართლებრივ დევნას. მაშინ, როდესაც ვანო მერაბიშვილი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება უკვე ოთხ თვეზე მეტია და მიუხედავად პრემიერის დაპირებისა, რომ წინასაარჩევნოპერიოდში პოლიტიკური ოპონენტების დევნა შეწყდებოდა,ასობით საქმეა აღძრული ჩვენი წევრების მიმართ. კომისიამ 2სექტემბერს გამოსცა რეკომენდაცია და მოუწოდაპროკურატურას წინასაარჩევნო პერიოდში შეწყვიტოს მსგავსი საქმეები, რომლებიც ცალსახად პოლიტიკურადაა მოტივირებული. თუმცა რეკომენდაციის მიღების შემდეგ,დააკავეს ადიგენის გამგებელი და მარტვილის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; გრძელდება მარტვილისსაკრებულოს წევრების დაკითხვა (ერთ-ერთი 30-ჯერ დაიკითხა), ონის საკრებულოზე ზეწოლა და ფოთისაქტივისტების დაკითხვა.
III დარღვევების მესამე კატეგორია მოიცავს ადამიანების სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით დათხოვნას, რომელსაც ხელს აფარებს კომისია. არც ერთ ადამიანს არ აღუდგინეს სამუშაო ადგილი კომისიის რეკომენდაციის შედეგად და მეტიც, დათხოვნები გრძელდება.
IV. მეოთხე კატეგორია ეხება ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას. არც ერთი ადამიანი არდაჯარიმებულა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისთვის, მათ შორის მოქმედი პოლიციელები, რომლებიც უკანონოდ მონაწილეობენ მარგველაშვილის წინასაარჩევნო აგიტაციაში და მნიშვნელოვნად ზღუდავენ წინასაარჩევნო გარემოს თავისუფლების ხარისხს.
კომისიის რეკომენდაციები არის საერთაშორისო დაადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვისფიქტიური აქტივობის დანახვების მცდელობა, რადგანრეკომენდაციები არ სრულდება და კომისია არანაირმონიტორინგს არ აწარმოებს ასრულებენ ადრესატი უწყებებირეკომენდაციებს თუ არა. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის მუშაობა არის სრულიად უშედეგო და მის საქმიანობაში მონაწილეობამ დაკარგა აზრი, ჩვენ ვაგრძელებთ მონაწილეობას მხოლოდ იმიტომ, რომ ვიყოთ მაქსიმალურად კონსტრუქციული და არ შევზღუდოთ არც ერთი კომუნიკაციის არხი საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან”, _ ნათქვამია “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებაში.