ელჩის განცხადებით, გერმანიის ბუნდესტაგი ბერლინის სამ უნივერსიტეტთან ერთად საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამის (IPS) ფარგლებში პოლიტიკური საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, მსოფლიოს 28 ქვეყნიდან, შესაძლებლობას აძლევს ბერლინში, გერმანიის ბუნდესტაგში გაიარონ 5-6 თვიანი პრაქტიკა და უშუალოდ გაეცნონ გერმანიის საპარლამენტო მმართველობის სისტემას. პროგრამის მიზანია სტიპენდიატებისათვის თვალსაჩინო გახადოს პოლიტიკური ცხოვრება და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. პროგრამას პატრონაჟს უწევს გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარე.
დღემდე ამ პროგრამაში 2000-ზე მეტმა სტიპენდიატმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ ახალგაზრდები საქართველოდანაც. 2013 წელს საქართველოსათვის გათვალისწინებულია მინიმუმ ხუთი(IPS) სტიპენდია. ელჩმა, ორთვინ ჰენინგმა დავით უსუფაშვილს სთხოვა, რომ ქართული მხრიდან ეს პროგრამა პარლამენტის თავმჯდომარის პატრონაჟით წარიმართოს. დავით უსუფაშვილის განცხადებით, საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამებში ჩართვა ძალიან წაადგება ქართველ ახალგაზრდებს კვალიფიკაციის ამღლებაში და გაზრდის სამშობლოში დაბრუნებული სტიპენდიანტების კარიერული წინსვლის შანსებს. შეხვედრაზე განიხილეს ასევე, სამომავლოდ გერმანელი ახალგაზრდების საქართველოში ჩამოსვლისა და ანალოგიური სტაჟირების გავლის საკითხიც.