მან ბოლო 15 წლის მანძილზე კონსტიტუციური პროცესის პოლიტიზირების შესახებ ისაუბრა და კონკრეტული თანამდებობის პირების ინტერესებზე მისი მორგების ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება.
თინა ხიდაშელმა ხაზი გაუსვა ვენეციის კომისიის წევრებთან და სხვა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად წლების წინ დაწყებული პროცესის დასრულების აუცილებლობას, მისი განცხადებით, “დღეს არის შანსი, ჩვენი კონსიტუცია დემოკრატიულ პრინციპებზე გავმართოთ, საერთო კონსენსუსის დოკუმენტად ვაქციოთ დ ქვეყანა სწორედ კონსტიტუციური უფლებებით აღჭურვილი ინსტიტუტებით ვმართოთ. სწორედ ამიტომ გვჭირდება თქვენი დახმარება და ექსპერტიზა”.