სააკაშვილმა მათ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი აქტები გადასცა და მადლობა გადაუხადა ქართული ენისა და ტრადიციების შენარჩუნებისთვის. ქვეყნის პირველმა პირმა ახალი პროგრამის თაობაზეც ისაუბრა, რომელიც ქართული და თურქული მხარეების ერთობლივი გადაწყვეტილებით ამოქმედდება და ადგილობრივ სკოლებში ქართული ენის სწავლებას ითვალისწინებს.
მიხეილ სააკაშვილი ქართული წარმომავლობის მემედ სართოღლუს ოჯახსაც სტუმრობდა, რომლის წინაპრები საქართველოდან მე-19 საუკუნეში გადასახლდნენ, თუმცა ქართული ენაც შეინარჩუნეს და ტრადიციებიც.
საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთში მცხოვრებ ქართველებს აკორდეონი უსახსოვრა. ბაიარ შაჰინმა კი, პრეზიდენტის პატივსაცემად, ქართული სიმღერაც შეასრულა. სამახსოვრო საჩუქრები ქვეყნის პირველმა პირმა ადგილობრივისგანაც მიიღო. მიხეილ სააკაშვილს ხელით შესრულებული პორტრეტი უსახსოვრეს.