სააკაშვილი პრემიერის ამ განცხადებას ზოოპარკის დირექტრორის დონის განცხადებას უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ვლადიმერ პუტინის დავალებაა და ამაში რუსეთს 2 მილიარდი აქვს გადახდილი.
“არ ვაპირებ ზოოპარკის დირექტორის დონის კომენტარებზე რამე განცხადების კეთებას. ვფიქრობ, ყველასთვის ძალიან ნათელია, რაზეცაა საუბარი. ვლადიმერ პუტინის დავალებაა, რომელშიც 2 მილიარდია გადახდილი და ამაზე პუტინი ტელევიზიით ხმამაღლა ლაპარაკობს. საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელიც რომელიმე დამპყრობლის დაკვეთებს უნდა ასრულებდეს. საქართველოში ყველაზე არაკორუმპირებული მთავრობა იყო მთელს ევროპაში. დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ 19 მილიარდი მქონდა სადღაც. არ რცხვენია იმ ხალხს, ვინც ამას ერთი წლის წინ ამბობდა. ახლა გამწარებული იმას ეძებენ, სკამები როგორ შეიძინეს პრეზიდენტის ადმინიტრაციაში. ეს არის მათი დონე,” _ განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტი ივანიშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც თუ “ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნების მეორე ტურში ბრძოლა მოუწევს, მასში მონაწილეობაზე უმჯობესია უარი თქვას. სააკაშვილის თქმით, პრემიერს “ცოტა წიგნი აქვს წაკითხული და მათ რიცხვში საქართველოს კონსტიტუცია არ შედის”.
“პრემიერს როგორც ჩანს, ძალიან ცოტა წიგნი აქვს წაკითხული და საქართველოს კონსტიტუცია ამ რიცხვში არ შედის. ამის დემონსტრაციას ყოველდღე აკეთებს. ამას რომ თავი დავანებოთ, კონსტიტუცია უნდა წაეკითხა მაინც,” _ განაცხადა სააკაშვილმა.