შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებული პოზიტიური ტენდენციის შემდგომი ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას.
ჩინეთის ახლად დანიშნულ ელჩს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოსა და ახლად დაფუძნებული ფონდების შესახებ. ასევე, ხაზი გაესვა ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების გაფართოების, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის, მნიშვნელობას.
მაია ფანჯიკიძემ მიულოცა ელჩს მისიის დაწყება საქართველოში და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. თავის მხრივ, ჩინეთის ელჩმა გამოხატა მზადყოფნა ინტენსიურად იმუშაოს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის. ელჩმა დაადასტურა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.