ბურჯანაძის ვიზიტთან დაკავშირებით გადაკეტილია ცენტრალური მოედანი, რის გამოც პრობლემებია შექმნილი ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით. თითქმის მთელ ქალაქში მოძრაობა პარალიზებულია.
ბურჯანაძის მხარდამჭერები ადგილზე მიკროავტობუსებითა და ავტობუსებით არიან მობილიზებული.
ცნობისთვის, შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ბურჯანაძის შტაბის წარმომადგენლები კარდაკარ დადიოდნენ და მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ თუ სურდათ შეხვედრაზე წასვლა, მათ ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურებოდათ.