მიხეილ სააკაშვილსა და სანდრა რულოვსს პირადი ნივთები ბარნოვის ქუჩაზე, მათ კუთვნილ ბინაში გადააქვთ, სადაც ოჯახი 2004 წლამდე, ვარდების რევოლუციამდე ცხოვრობდა.
პრეზიდენტის ოჯახის გადასვლის პროცესს მასმედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა ისინი ვეძისში, იმ ადგილზეც მიიყვანა, სადაც ადრე პრეზიდენტის ბებია ცხოვრობდა. ქვეყნის პირველი პირი ამ ადგილზე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის აშენებას გეგმავდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბიბლიოთეკის მშენებლობა სხვა ადგილზე დაიწყო, მიხეილ სააკაშვილმა ამ ტერიტორიის გაყიდვა გადაწყვიტა. მიღებული თანხა კი, როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მშენებლობას მოხმარდება.