ოსეფაიშვილი საარჩევნო უბნებზე კომისიების მასწავლებლებითა და დირექტორებით დაკომპლექტების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ წელს ამ კუთხით ცვლილებებია, რაც განათლების სამინისტროს განცხადებამ გამოიწვია. სამინისტროს განცხადებით, მასწავლებლები საჯარო მოხელეები არიან და მათი საარჩევნო პროცესში ჩართულობა აკრძალულია.
ქუთაისის საოლქო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ამით ოლქმა დიდი რესურსი დაკარგა, რადგან საარჩევნო პროცესში ჩართულ მასწავლებლებს და დირექტორებს დიდი გამოცდილება ჰქონდათ.
“ნაციონალურ მოძრაობას” საარჩევნო კომისიაში ერთი წარმომადგენელი ყავს, “ქართულ ოცნებას” – 6 . საარჩევნო კოდექსის მიხედვით რისი უფლებაც ჰქონდათ, ბოლომდე გამოიყენეს. ჩვენთან კომისიის ყველა წევრი კონკურსის წესითაა არჩეული. რა თქმა უნდა, აქ მოსულ განცხადებებში არსად წერია პარტიული კუთვნილებების შესახებ. ჩვენ მხოლოდ გამოცდილების და საარჩევნო ადმინისტრაციის სერთიფიკატის მიხედვით ვაფასებდით კანდიდატებს და ვისაც ეს ჰქონდა, აუცილებლად ვნიშნავდით,” _ განაცხადა ქუთაისი 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა.