აქ მათ საკუთარი ნარკოტიკები მოაქვთ, რომელიც დანიაში არაკანონიერია, მაგრამ ამ რაიონში მისი ქონისთვის პოლიცია მოქალაქეებს რა იჭერს.
ნარკოოთახებში ნორკოტიკების მისაღებად საჭირო ყველა სტერილური ნივთი გაიცემა. ამასთან, ნარკოტიკული ნივთიერების დიდი დოზის მიღებისას მათ უფასო სამედიცინო დახმარებაც აქვთ. მსგავსი ოთახები ხელმისაწვდომია ყველა სრულწლოვანი ნარკომანისთვის. მათ არ აიძულებენ რეაბილიტაციის პროგრამაში მონაწილეობას.
სპეციალური ოთახების გახსნამდე კოპენჰაგენის ქუჩები შპრიცებით იყო მოფენილი. თუმცა, დღეს მათ თითქმის ვერსად ნახავთ.
გასულ წელს ნარკოკაბინეტებში მოხმარებული ნემსების ოდენობამ მილიონს მიაღწია.
ნარკოოთახების გახსნა დანიაში დავის საგანი იყო. ოპონენტების აზრით, სახელმწიფო რესურსები ნარკომანიის მკურნალობისკენ უნდა იყოს მიმართული და არა ნარკოოთახების გახსნისკენ.
თუმცა, კოპენჰაგენის პოლიცია თვლის, რომ ნარკოოთახების გახსნა გამართლებულია და ამ გამოცდილების გაზიარებისკენ სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს აღიქვან არა როგორც პანაცეა, არამედ, როგორც ნარკომანიის პრობლემისადმი კომლპექსური მიდგომა.
ცნობისთვის, დანია მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სიაში პირველ ადგილს იკავებს.