სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 1,5 პროცენტით, რაც ოქტომბრის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,45 პროცენტული პუნქტი წვლილით აისახა. აღსანიშნავია ფასების მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5,6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3,3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2,7 პროცენტი).
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფზე დაფიქსირდა ფასების 1,5 პროცენტიანი ზრდა. შესაბამისად ჯგუფის წვლილმა ოქტომბრის ინფლაციაში 0,14 პროცენტული პუნქტი შეადგინა, რაც ძირითადად განაპირობა მყარ საწვავზე ფასების 9,0 პროცენტიანმა მატებამ.
რაც შეეხება, წინა წელთან შედარებით ინფლაციას, 2013 წლის ოქტომბერში 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,2 პროცენტი შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 8,3 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და შეადგინა 0,44 პროცენტული პუნქტი. ჯგუფში ფასების მატება ძირითადად განაპირობა თამბაქოს ნაწარმზე ფასების 13,9 პროცენტიანმა ზრდამ.
ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 3,2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების ქვეჯგუფზე (9,8 პროცენტი).
ტრანსპორტის ჯგუფში შემავალ საქონელზე (მომსახურებაზე) ფასები შემცირდა 3,5 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,45 პროცენტული პუნქტი წვლილი შეიტანა. აღნიშნულ ჯგუფში ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-10,4 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-3,7 პროცენტი).