“შემოგვიერთი თუ სვანეთი, რაჭა, ლეჩხუმი და საქართველოს სხვა კუთხეები უცხოეთში ელექტროენერგიის გაყიდვის სანაცვლოდ დატბორვისათვის არ გემეტება! არ დავუშვათ ეკლესიების, წინაპრების საფლავებისა და მიწა წყლის, ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის იუნესკოს მიერ აღიარებული ზემო სვანეთი ძეგლების, ასევე მსოფლიოში უნიკალური სვანეთის მთის ტყის ხელთუქმნელი მასივების განადგურება, დატბორვისა და კიდევ უფრო ფართე, მთელი რეგიონის მასშტაბით დიდი კაშხლის მშენებლობის შედეგად გაზრდილი ტენიანობის და მისგან გამოწვეული ზვავების, მეწყრებისა და ღვარცოფებისაგან!
არ გავანდაგურებინოთ მათ, ასევე დიდი კაშხლის შედეგად დამძიმებული სეისმური აქტივობის გამო უაღრესად რეალურ მიწისძვრებს ათასობითა და ათიათასობით ჩვენი თანამემულის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მით უფრო ბიუჯეტში შესატანი მიზერული სახსრებისა და ხუდონჰესის მიერ გამომუშავებული 5-8 პროცენტი ენერგიის გამო, რადგან დანარჩენი 92 პროცენტი თურქეთში იყიდება.
საქართველოს მხოლოდ არსებული ჰესების რეაბილიტაციის შედეგად 2000 მეგავატი ენერგიის ანუ მთლიანად ხუდონის მიერ გამომუშავებულზე 1,5-ჯერ მეტი ენერგიის გამომუშავება შეუძლია! ასევე უაღრესად დიდი პოტენციალი გააჩნია მცირე და მიკრო ჰესების, ასევე ქარის, მზის და თერმული წყლების გამოყენების გზით!“ _ ნათქვამია აქციის მონაწილეების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.