ყოლბაიამ ადგილობრივ მედიასაშუალებებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ჟენევაში 5-6 ნოემბერს გამართულ მოლაპარაკებებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, აფხაზური მხარე არ არის წინააღმდეგი ისევ აღსდგეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ხუთმხრივი შეხვედრები გალში, სადაც მხარეები გალის რაიონში შექმნილ მდგომარეობას ყოველკვირეულად განიხილავენ.
“ჟენევის მოლაპარაკებებზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი გახლდათ პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის საქმიანობის აღდგენის აუცილებლობა,რამეთუ ამ პროექტმა ძალიან კარგი შედეგები გამოიღო ამ ხნის განმავლობაში. ამ ხუთმხრივი მოლაპარაკებების ჩაშლა დაეტყო გალის რაიონში გამწვავებულ კრიმინოგენულ სიტუაციას. ეს იქნება ქართველების გატაცება თუ მოსავლის გადმოტანასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პრობლემები. სწორედ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა განაპირობა, რომ აუცილებელია აღსდგეს ეს ტრადიციული მოლაპარაკებები გალში,” _ განაცხადა ყოლბაიმ.