https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი”

7:11; 15.11.2013
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

_ საოცრად კეთილი, ჰუმანური, უანგარო ქველმოქმედი, დიდთან _ დიდი, პატარასთან _ პატარა, ყველა გაჭირვებულის მეოხი თბილისშიც და სოფელ ნაბეღლავშიც.

ირაკლი ჩემს სოფელში დაიბადა, ბაბუაჩემის კარმიდამოში გაიზარდა, სკოლაშიც იქ სწავლობდა და იქვე ჩამოყალიბდა კაცურ კაცად.

ჯერჯერობით, არავის უძღვნია ლექსი ამ ულამაზესი სოფლისთვის, ირაკლის კი 60 წლის ასაკამდე გაჰყვა მშობლიური კუთხე-კუნჭულის სიყვარული (სამწუხაროდ, უკურნებელმა სენმა მეტი საშუალება აღარ მისცა!):

“ძეგვილას მთაზე ნანახი თიხის მილების ნაშთებით

თამარ დედოფლის დროინდელ ეპოქას ეთამაშები.

წმინდაა ჩვენთვის სოფელი და ყველა განცდა _ გულწრფელი,

მარად სიზმრებში რომ გხედავ, შენთან შეხვედრის მსურველი.

გაზაფხულს როგორ ხვდებოდი ათასნაირი ფერებით!

ო, როგორ მომნატრებიხარ, მოვალდა მოგეფერები”…

მხოლოდ კარგ ლექსებს როდი ქმნიდა ირაკლი კალანდაძე _ ის მრავალმხრივი ნიჭით იყო დაჯილდოვებული. მშვენიერი გარეგნობის ვაჟკაცი, ერთ ხანს მსახიობობდა კიდეც. ჩოხატაურში დღემდე ახსოვთ მის მიერ შესრულებული მთავარი როლი სპექტაკლში “დაჭრილი არწივი”, რომელიც თბილისშიც დაიდგა გრიბოედოვის სახელობის დრამატულ თეატრში.

სახალხო თეატრების ერთ-ერთი ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარეს, უდიდეს რეჟისორს დიმიტრი ალექსიძეს უთქვამს: “ამ ახალგაზრდა მსახიობმა დათიკო შევარდნაძის განუმეორებელი როლი შექმნა”.

ირაკლი დაუღალავად შრომობდა ერისკაცობაში, დღედაღამ კითხულობდა და წერდა, ბევრს ფიქრობდა ჩვენი ქვეყნის ბოლოდროინდელ ურთულეს ყოფაზე. ამიტომაც, შემთხვევითი არ იყო, საქართველოში დატრიალებული 1989 წლის 9 აპრილს დატრიალებული საშინელი ტრაგედიის შემდეგ, მან უყოყმანოდ გადაწყვიტა, დადგომოდა საღვთო გზას, უნეტარესი პატრიარქის გაცნობამ და მისმა ღვთიურმა მადლმა კი სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება _ ის თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტი გახდა და პირველივე კურსზე აკურთხა მღვდლად ილია მეორემ შიომღვიმის მონასტერში.

1894 წელს, ირაკლი კალანდაძე დანიშნეს სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორად. სხვადასხვა დროს იგი იყო რუსთავის ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძრის, დმანისის, სიონის, თბილისის ჯვრის მამის, ქვემო ბეთლემისა და წმიდა ნიკოლოზის ტაძრების წინამძღვარი.

ირაკლი ბევრს მოგზაურობდა თავის მრევლთან ერთად, განსაკუთრებით უყვარდა სიწმიდეთა მოლოცვა და საშინლად განიცდიდა, როცა ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებს უპატრონოდ მიტოვებულს, დანგრევის პირას მისულს ნახავდა; მისი ინიციატივითა და უდიდესი ძალისხმევით აღდგა თითქმის მიწასთან გასწორებული აღდგომის ტაძარი დავით გარეჯში, სადაც 1615 წელს, შაჰ აბასის ურდოებმა სწორედ აღდგომა ღამეს ამოწყვიტეს 6 000 ბერი. ირაკლი კალანდაძემ 2000 წელს აღადგინა წმიდა ნინოს ტაძარი (IV საუკუნე) კარსანში.

განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ირაკლი კალანდაძის როლი XIII საუკუნეში აგებული წმიდა ნიკოლოზის ტაძრის აღდგენის საქმეში ნარიყალაზე. ეს საღვთო სახლი XIX საუკუნეში შეეწირა რუსული გარნიზონის მიერ წარმოებულ აფეთქებებს.

დიდი ღვაწლის საპასუხოდ, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ირაკლი კალანდაძე მის მიერ აღდგენილი ტაძრის წინამძღვრად დანიშნა 1997 წელს, მან ღირსეულად განვლო გზა მღვდლობიდან არქიმანდრიტობამდე. ხუმრობა ხომ არაა _ ბოლოს და ბოლოს თვით გრიგოლ ხანძთელმა, “ზეცისა კაცმა და ქვეყნისა ანგელოზმა” განვლო იგივე გზა, რაც არასდროს დავიწყებია ირაკლის.

2007 წლის 8 აპრილს, იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ირაკლი კალანდაძემ მონაწილეობა მიიღო აღდგომის ლიტურგიაში სრული შესამოსელით და პირადად დაესწრო ღვთიური ცეცხლის გარდამოსვლას, რაც უბედნიერესი ხანა იყო მის ცხოვრებაში.

ვინ იცის, კიდევ რამდენს იღვაწებდა ირაკლი კალანდაძე, მაგრამ ვაი, რომ ამის შესაძლებლობა აღარ მიეცა სვეტიცხოვლის საძმოს წევრს!

“გამოვთქვამთ ჩვენს დიდ გულისტკივილს არქიმანდრიტ ზოსიმეს (კალანდაძე) გარდაცვალების გამო. იგი ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ თავისი ღრმა კვალი დატოვა საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში, რადგან ერთგულად და გულწრფელად ემსახურა უფალსა და მრევლს. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი,” _ ასე გამომემშვიდობა საქართველოში ყველაზე წმინდა პიროვნება ირაკლის, რომელიც კათალიკოს-პატრიარქისვე კურთხევით დაიკრძალა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში, თავად რომ აღადგინა ფერფლისგან და მისი პირველი მრევლიც თვითონვე გახლდათ.

შემთხვევითი, ალბათ, არც ის იყო, რომ ირაკლი კალანდაძე დაიბადა 8 თებერვალს _ ძლევამოსილი მეფის დავით აღმაშენებლის ხსენებისა და საქართველოში პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების დღეს, ხოლო მისი ორმოცი ანუ სულის პირადი სამსჯავრო უფლის წინაშე შედგა 13 ნოემბერს _ თბილისში ხვარაზმელთაგან ამოწყვეტილი ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, რასაც შესანიშნავი ტროპარი უძღვნა ჩვენმა ირაკლიმ _ გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, მამა ზოსიმეს დაუწერია თეოლოგიურ-ფილისოფიური ხასიათის ესსე, რომლის გაცნობა ყოველ მოკვდავს გაუადვილებს სასუფეველში გადანაცვლებას:

“ადამიანი მარადიული სიცოცხლისთვის არის შექმნილი, მარადიული არსებობისთვის. ეს მის გულსა და გონებაში არის აღბეჭდილი.

_ ის მოკვდა, მე არ მოვკვდები, _ ფიქრობს ყველა, _ ის ავტოკატასტროფაში მოჰყვა, მე არ მოვყვები; იმას დაუფიქრებლად მოუვიდა, მე არ მომივა; ხედავ? ახალი წამალი გამოუგონებიათ, ის მე მიშველის; ის კარგი ექიმია _ ის გადამარჩენს! _ ასე ებღაუჭება ადამიანი სიცოცხლეს… მხოლოდ მორწმუნე ფიქრობს სიკვდილზე, ფიქრობს საკუთარ ცოდვებზე, აქვს სინანული და ემზადება სიკვდილისთვის. ასე ასწავლის ეკლესია, ასე მოძღვრავენ წმინდა მამები: თუ გსურს გადარჩე, მუდამ გახსოვდეს სიკვდილი! როცა ლოგინში ჩაწვები, იფიქრე, რომ შეიძლება არ გაგითენდეს ხვალინდელი დღე. იყავი მზად: _ “იღვიძებდი!” _ ამბობს უფალი.

მაინც რა არის სიკვდილი, გარდაცვალება? სიცოცხლე ღვთის ნაბოძებია. ღმერთმა ინება, რომ ყოფილიყო სიცოცხლე. მას ადამიანი სიკვდილისთვის კი არ შეუქმნია, არამედ თავის ხატად და მსგავსად შექმნა, ესე იგი, უკვდავებისთვის. ადამსა და ევას შეცოდებით, საკუთარი ნებითა და არჩევნით შემოხვდათ სიკვდილი _ ჩვენთვის უცხო და საშინელი.

აბა, დააკვირდით მკვდარ ადამიანს _ თითქოს უცებ უცხო ხდება შენთვის. ცივია, არაფერი ესმის, არაფერზე რეაგირებს, თითქოს თიხის ჭურჭელია, უსულო, ემოციის გარეშე, გაქვავებული, ხელ-ფეხგაშეშებული, ყველაზე უსაყვარლესი ადამიანის შეხებასაც ვერ გრძნობს… სულ ცოტა ხნის წინ მოძრავი, ალერსიანი, თბილი უცებ თიხად იქცა… რაც არ უნდა მოხდეს მის ირგვლივ, ყველაფერი უემოციოა, მისთვის არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, ის ჩვენთან არ არის, მას ჩვენგან არაფერი სჭირდება, არაფერს ითხოვს, დუმს. ეს ხომ არაბუნებრივი მდგომარეობაა?! უცხოა ჩვენთვის სიკვდილი!

მხოლოდ ყოვლადწმინდა სამებას შეუძლია, გააცოცხლოს ადამიანი, მხოლოდ მას შეუძლია, სული, რომელიც გასცილდა სხეულს, უკან დააბრუნოს… ოღონდ ეს იქნება მაშინ, როცა ღმერთი განიკითხავს ადამის მოდგმას _ მეორედ მოსვლის დროს სულები ეწვევიან სხეულს, აღდგება ადამიანი და დაუბრუნდება არსებობას… თუმცა, ეს კია, რომ ცოდვილნი აღდგებიან სასჯელისთვის, მართალნი კი ნეტარი ცხოვრებისთვის.

ინებოს ჩვენი ცხონება ღმერთმა, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!”

ქრისტე ღმერთო, აცხონე არქიმანდრიტ ზოსიმეს სული, რათა აღსრულდეს მისი ვედრება: “სასუფეველსა შენსა მომიხსენე მე, უფალო, ოდის მოხვიდე სუფევითა შენითა!”

იზა ჩანტლაძე,
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი,
არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტები გამოავლინეს

15:18; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ექადიის ტყე-პარკი საჭირო ფრინველებით შეავსო

12:29; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“უმ­ძი­მე­სი და­ნაკ­ლისია” _ ცნობილი ქართველი მსახიობი გარდაიცვალა

12:12; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

როდის არის ბავშვის თავის ტკივილი საგანგაშო და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა

09:59; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“სანამ ცოცხალი ვარ, თავზე ნუ დამაწვიმს!”  _ ასაკოვანი ქალი დახმარებას წლებია, უშედეგოდ ელოდება

09:46; 13 თებერვალი, 2026

"ჩვენი სამინისტრო მსოფლიო ბანკის პროგრამების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი განმახორციელებელია"

"მთავრობის ოფიციალური პოზიციაა, რომ საქართველოში აღმართული საოკუპაციო ხაზი არის თურმე "გამყოფი ხაზი"

ყველა სიახლე

სამართალი

ავტოავარიის შედეგად ქალი დაშავდა- საავადმყოფოში გადაყვანილია მძღოლიც

15:21; 13.02.2026
საზოგადოება

ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლის ფაქტები გამოავლინეს

15:18; 13.02.2026
კულტურა

ოზურგეთის თეატრში ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“ დაიდგმება

15:05; 13.02.2026
პოლიტიკა

ესტონეთს ელჩი საქართველოდან სომხეთში გადაჰყავს

14:56; 13.02.2026
სამართალი

რას აცხადებს მოკლული ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის მძღოლი

14:19; 13.02.2026
ფინანსები

მიიღეთ 20%-იანი ქეშბექი extra -ზე საქართველოს ბანკის AmEx ბარათით გადახდისას

13:50; 13.02.2026
ფინანსები

“წავიდა ჩვენი სავალუტო რეზერვები ჩინეთში!” – რომან გოცირიძე

13:40; 13.02.2026
სამართალი

„გამოსვლა ვერ შეძლო, გაიგუდა“ – ტრაგედია სამეგრელოში

13:33; 13.02.2026
სამართალი

გურიაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოვლინდა

13:31; 13.02.2026
ფინანსები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

13:27; 13.02.2026
პოლიტიკა

“1-ელი მარტიდან მნიშვნელოვნად შეიზღუდება” _ ვის შეეხება ცვლილება?

12:33; 13.02.2026
საზოგადოება

ექადიის ტყე-პარკი საჭირო ფრინველებით შეავსო

12:29; 13.02.2026
სამართალი

“გარყვნილი ქმედება და ძალადობა არასრულწლოვანი შვილების მიმართ”

12:20; 13.02.2026
საზოგადოება

“უმ­ძი­მე­სი და­ნაკ­ლისია” _ ცნობილი ქართველი მსახიობი გარდაიცვალა

12:12; 13.02.2026
საზოგადოება

როდის არის ბავშვის თავის ტკივილი საგანგაშო და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა

9:59; 13.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო