მხარეებმა შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ სიტუაციაზე, ასევე, ოკუპაციის ხაზის მიმდებარედ არსებული მავთულხლართების, ღობეებისა და მიწათხრილების გამო ადგილობრივი მოსახლეობისათვის შექმნილ პრობლემებზე. დავით სუჯაშვილმა ჯონ ჰოლმსს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ დაგეგმილ და მიმდინარე ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს.
მხარეებმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების საკითხი.