ამასთანავე, “მას არ აქვს კონკრეტული ხედვები არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად”.
“დავრჩი იმედგაცრუებული იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გადაწყვეტილებების მთავარ მიმღებს ამ ქვეყანაში, არ გააჩნია არანაირი მეტ-ნაკლებად კონკრეტული ხედვა, საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით. იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს სახელმწიფო მის წინაშე მდგარ სერიოზულ და მძიმე გამოწვევევბს.
მან პირდაპირ სიცრუე უწოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს, რომელთა თანახმადაც უკვე ბიუჯეტს აკლია 700 მლ ლარამდე. სიცრუე უწოდა სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცებს, რომლის თანახმად თვალსა და ხელს შუა იზრდება უმუშევრობა. პირველ კვარტალში დაკარგულია 42 000 სამუშაო ადგილი.
გარდა ამისა, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ამ თანამდებობისთვის შეუფერებლად იქცეოდა. იგი იყო ძალიან ემოციური. გასაგებია ემოცია, მაგრამ გაუგებარია ოპონენტების შეურაცხყოფა. გაუგებარია თავდასხმა და არაეთიკური საქციელი, რომელიც სამწუხაროა და ეს ხელს ვერ შეუწყობს ნორმალურ ცივილიზებულ პოლიტიკურ კონკურენციას,” _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა.