“ემოციურად დატვირთული დღე იყო. ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა. ასევე, ცხარე დებატები უმცირესობასთან, მაგრამ ყველამ თავისი სახე წარმოაჩინა. კიდევ ერთხელ დაადასტურეს, ვის რა პოლიტიკის წარმართვა სურს. უმრავლესობასთან შეხვედრა ჩვეულებრივი და კონსტრუქციული იყო კითხვა-პასუხის რეჟიმში. ასევე შევხვდი მაჟორიტარებს და ამომწურავი პასუხები გავეცი მათ მიერ დასმულ შეკითხვებს. ისევე როგორც საპარლამენტო უმცირსობასთან, მათ კითხვებსაც ვუპასუხე. ნაყოფიერი დღე იყო საკმაოდ,“ _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.