კალაძის განმარტებით, ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის საკითხია.
“ძალიან დამღლელი იყო დღევანდელი დღე. განსაკუთრებით, უმცირესობასთან შეხვედრა.
დანარჩენ შეხვედრებს რაც შეეხება, კომიტეტებში იყო შეკითხვები ენერგეტიკის დარგში განხორციელებულ პროექტებზე, მომავალ პროექტებზე. ჩვენ ყველანაირი ინფორმაცია წარვადგინეთ რა განხორციელდება, როგორი სტრატეგია გვაქვს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობა, ენერგო უსაფრთხოება, რომელიც მთავრობის პროგრამაშია გაწერილი. ამისთვის სპეციალური თავია გამოყოფილი.
ამიტომ, ყველა ის პროექტი, რომლის განხორციელებას ჩვენ ვგეგმავდით, ყველაფერი შესრულებული იქნება,” _ განაცხადა კალაძემ.