“ეს ის გუნდია, რომელიც შეკრა ბიძინა ივანიშვილმა და საკმაოდ ბევრი ნაბიჯი გადადგეს წინ. მჯერა, რომ ახალ პრემიერთან ერთად ეს გუნდი გააგრძელებს ეფექტურ მუშაობას”.
ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ მთავრობაში არის ახალი მინისტრი ჭიკაიძე, რომელიც ასევე წარმატებით გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას და თავის გუნდთან ერთად გააგრძელებს იმ გზას სისტემაში, რომელიც ღარიბაშვილმა დანერგა.
“მე დიდ პატივს ვცემ არჩილ კბილაშვილს, როგორც პიროვნებას და პროფესიონალს. მას მოუწია ურთულეს პირობებში ჩაებარებინა პროკურატურა. ადეიშვილის დროს ეს სტრუქტურა იყო სასამართლოს მოკარნახე და დაკარგული ჰქონდა თავისი ფუნქციები. ამ პერიოდშიც კი კბილაშვილმა მოახერხა ეფექტურად წარემართა საქმიანობა. საზოგადოებაში არის გარკვეული პრეტენზიებიც პროკურატურის მიმართ გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სისწრაფე ასეთ საქმეში არ გამოდგება. პროკურატურამ უნდა დადოს საკმაოდ ძლიერი საქმე, რომელსაც სჭირდება გამოძიება, მოკვლევა და ამას კი სჭირდება დრო. კბილაშვილმა მოახერხა და ახალ პროკურორს დახვდება გაუმჯობესებული სამუშაო გარემო. ჩემი მოთხოვნა, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქის, იქნება ის, რომ პროკურატურა იყოს თავისუფალი, დაიცვას კანონის უზენაესობა და აწარმოოს მიუკერძოებელი გამოძიება”.