ამომრჩეველთა საშუალო აქტივობაა ლანჩხუთის #61 საარჩევნო ოლქში. დღის სამი საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი დააფიქსირა 11 475 ადამიანმა (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 39,29%).
ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, საარჩევნო პროცესი ლანჩხუთში მშვიდ გარემოში, სერიოზული დარღვევვების გარეშე მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის #61 ოლქში დარღვევებთან დაკავშირებით სამი საჩივარია შესული იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც საარჩევნო პროცესს აკვირდებიან სხვადასხვა უბნებზე.