ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი დაკავებული თბილისში, მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრი”-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საღამოს საათებში, საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა შეამჩნიეს, რომ კობა კ-ს ტანსაცმლიდან ცეცხლსასროლი იარაღი უჩანდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მისი პირადი ჩხრეკისას “ტე-ტე”-ს მოდელის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).