შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2012 წლის 1 ივლსიდან 2012 წლის 25 ნომბრის ჩათვლით გარდაცვლილთა რაოდენობა – 39-ს შეადგენდა, ხოლო 2013 წლის 1 ივლისიდან 2013 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით ეს ციფრი 6-მდე შემცირდა.
შეგახნსებეთ, რომ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მიმდინარე წლის ივლისში დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და საკვანძო ადგილებზე, სადაც ყველაზე მეტად არის სიჩქარის გადაჭარბების და ავტოსაგზაო შემთხვევბის რისკი, სიჩქარის მზომი 17 ახალი რადარი დაამონტაჟა.
ანალოგიურად, მძღოლთა და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისა და მოძრაობისას გადაჭარბებული სიჩქარის მაქსიმალურად შემცირების მიზნით ცოტა ხნის წინ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა აჭარის და გურიის რეგიონების ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალებზე სიჩქარის მზომი 18 ახალი რადარი დაამონტაჟა. ამრიგად, სიჩქარის მზომი რადარები სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო მონაკვეთის 21-ე კილომეტრიდან სარფამდე განთავსდა.
ასევე აღსანიშნავია, რომ თითოეული რადარის სიახლოვეს განთავსდა სიჩქარის შეზღუდვისა და რადარის მაჩვენებელი საგზაო ნიშნები, რომლებზეც გამოსახულია ვიდეოკამერა და დასაშვები სიჩქარე.
აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მძღოლს შეუძლია დასაშვები სიჩქარის დადგენილ ზღვარს 15 კმ/სთ სიჩქარით გადააჭარბოს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეების უკეთ ინფორმირების მიზნით აჭარა-გურიის რეგიონში ახალი რადარების მდებარეობის ამსახველ განახლებულ რუკას აქვეყნებს:
გურიის რეგიონი:
1. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 44-ე კმ-ზე (სოფ. ხაჟალია) 60+15
2. სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 21-ე კმ-ზე (სოფ. ჭყონაგორა) 60+15
3. სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე (სოფ. შუხუთი) 60+15
4. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 46-ე კმ-ზე (სოფ. გრიგოლეთი) 60+15
5. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 58-ე კმ-ზე (სოფ.შეკვეთილი)60+15
აჭარის რეგიონი:
1. გონიოს ციხესთან, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 113-ე კმ-ზე; 60 კმ + 15 (სარფის მიმართულებით)
2. გეზის ტერმინალთან, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 101-ე კმ-ზე. 90 კმ +15 (ბათუმის მიმართულებით)
3. ბათუმში – ხიმშიაშვილის ქ. N 9. 40 კმ +15 (სარფისკენ)
4. ხიმშიაშვილი-ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე. 40 კმ + 15 (ცენტრისკენ)
5. მახინჯაური-სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 94-ე კმ-ზე. 60 კმ +15 (ორივე მიმართულებით)
6. ხელვაჩაური-ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მე-5 კმ-ზე. 60კმ +15 (ორივე მიმართულებით)
7. ბობოყვათი-სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 78-ე კმ -ზე. 90 კმ + 15 (ბათუმის მიმართულებით)
8. ქობულეთი – აღმაშენებლის გამზირი #266 – 50 კმ. + 15 (ჩოლოქის მიმართულებით)
9. ქობულეთი (ფიჭვნარი)- სენაკი – ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 66-ე კმ. 70 კმ + 15 (ბათუმის მიმართულებით)
10. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 92-ე და 93-ე კმ-ზე (ჩაქვის გვირაბებთან, ორივე მიმართულებით) 60+15