IDFI (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა) სხვადასხვა უწყებებიდან სოციალურ ქსელებში გაწეული ხარჯების (შექმნა, ადმინისტრირება, აპლიკაციის ინტეგრაცია და სხვა) შესახებ ინფორმაცია გამოითხოვამიღებული პასუხების მიხედვით, კულტურის სამინისტროს Facebook- ით სარგებლობისთვის 2012-2013 წლებში ფული არ დაუხარჯავს. სოციალურ ქსელებში რეკლამირებაზე ხარჯი არც საგარეო საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროებს გაუწევიათ. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა Facebook გვერდის რეკლამირებითვიის 2012 წელს 3 ათასი ლარი დახარჯა ,ხოლო 2013 წელს ხარჯი არ გაუწევია.
“დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს არ აქვს ცალკე Facebook გვერდი, შესაბამისად 2012 წელს და 2013 წლის 1 იანვრიდან ამ წერილის მიღებამდე მინისტრის აპარატს Facebook გვერდის რეკლამაზე ხარჯი არ გაუწევია”, _ ნათქვამია სამინისტროს წერილში. სოციალურ ქსელებში რეკლამირებაზე ხარჯები არ გაუწევია რეინტეგაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. ხოლო ცესკომ 2012 წელს Facebook-ში სოციალურ რეკლამაზე 577 ლარი დახარჯა , კომისიის ოფიციალური გვერდის ხარჯმა კი 2012 წელს 2000 ლარი შეადგინა. 2013 წელს ცესკოს Facebook-ში რეკლამირებაზე ფული არ დაუხარჯავს
სოციალურ ქსელებში რეკლამირებაზე ხარჯები არ გაუწევიათ იუსტიციისა და სპორტის სამინისტროს.
შედარებისთვის, მხოლოდ 2012 წელს თავდაცვის სამინისტრომ უწყებისა და მინისტრის შაშკინის შესახებ სარეკლამო ინტერნეტბანერის განთავსებაში 7126 ლარი გადაიხადა, 4 კომპიუტერული თამაშის დამზადება კი 38 350 ლარი დაჯდა.
2011 წლის 14 სექტემბერს კი IDFI-ის ინფორმაციით იმ დროისთვის პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის და პარლამენტის წევრების რეკლამაზე 27 338 ლარი დაიხარჯა.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური გვერდის რეკლამისთვის კი სოციალურ ქსელ FACEBOOK-ზე ჯამში 75 732 ლარი დაიხარჯა.