მისი თქმით, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა აღნიშნულ განცხადებებს, რასაც დარჩიაშვილი ქართული მხარის სისუსტედ მიიჩნევს და აღნიშნავს რომ, მაშინ როცა საერთაშორისო თანამეგობრობა ხმამაღლა საუბრობს და გმობს, საქართველოს ოკუპაციას რუსეთის მხრიდან და რუსულ მხარეს აკრიტიკებს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გავლენის სფეროების გაზრდის მცდელობაზე, ამ შემთხვევაში ქართულმა მხარემაც უნდა დააფიქსიროს ზუსტი და სწორი პოზიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ეროვნული პოზიციებიდან გადახვევა იქნება.
“გვინდოდა ჩამატებულიყო ერთადერთი პუნქტ, სადაც აღნიშნული იქნებოდა, რომ საქართველო შეშფოთებას გამოთქვამს, რომ რუსეთს გავლენის სფეროებად კვლავ ყოფილი საბჭოთა სივრცე მიაჩნია. ამ დანამატის მიღება არ ისურვა უმრავლესობამ, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია. თუ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობისგან ვითხოვთ ოკუპაციის დაგმობას, თუ ჩვენ ვხედავთ და გვიხარია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გმობს რუსეთის ზეწოლას, პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე და ჩვენ თვითონ ამის თქმა არ შეგვეძლოს, ვერ ვბედავდეთ, ეს არის სწორედ ეროვნული პოზიციებიდან გადახვევა. მეორე ტექსტით ჩვენ გამოვხატეთ მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. ამ მხარდაჭერის გამოხატვაც, ვერ თუ არ ისურვა საქართველოს პარლამენტის უმრვალესობამ, რაც ძალიან სამწუხაროა,” _ განაცხადა დარჩიაშვილმა.