ორგანიზაციის ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის ინფორმაციით, ჩატარებული მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც 2 თვის განმავლობაში (ოქტომბერ-ნოემბერი) მიმდინარეობდა, საქართველოს მთავრობის 19 სამინისტროდან თანამშრომლობის სურვილი 18 სამინისტროს უფლებამოსილმა პირმა გამოთქვა. დაუზუსტებელი გარემოებით, ფინანსთა სამინისტრომ ორგანიზაციის მიმართვა გამოხმაურების გარეშე დატოვა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კვლევამ აჩვენა, რომ 2011-2013 წლებში სამინისტროებში შესული წერილების/განცხადებების და ადმინისტრაციული საჩივრების საერთო რაოდენობამ 454 042 შეადგინა. აქედან აღნიშნულ პერიოდში 295 033 მიმართვა დაფიქსირდა, რაც ორჯერ მეტია წინა წლის მონაცემთან შედარებით. არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრებით, მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა ის სამინისტროები, რომლებიც საჯარო ინფრომაციის გაცემისა და მიმართვიანობის თვალსაზრისით დაწინაურდნენ.
_ 2011-2012 წლებში ეს ხუთეული შედგებოდა: განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსაგან-30 933 მიმართვა, იუსტიციის სამინისტრო-30 603 მიმართვა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო-30 437 მიმართვა, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო-24 224 მიმართვა და განათლებისა და მეციერების სამინისტრო 9097 მიმართვა. 2012-2013 წლებში ყველაზე უფრო მეტი მიმართვა დაფიქსირდა იუსტიციის სამინისტროში -68 311 მაჩვენებლით, ხუთეულში კი იგივე სამინისტრობმა შეინარჩუნეს ადგილი შეცვლილი მიმართვიანობითა და ადგილით, – აღნიშნა არჩილ კაიკაციშვილმა.
პრეზენტაციის მომხსენებლის შეფასებით, ორგანიზაციის მონიტორინგი ცხადყოფს, რომ აღნიშნულ წლებში შეცვლილია მოსახლეობის დამოკიდებულება სამინისტროებისადმი, რაც გამოიხატება გაორმაგებული მიმართვიანობით. მოქალაქეების ასეთი აქტიურობა გამოწვეული უნდა იყოს იმ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცვლილებებით, რომელიც ქვეყანამ 2011-2013 წლებში განიცადა.