ეტლით მოსარგებლე პირების, პროფესიონალი ავტომბროლელებისა და მათი მეგობრების მონაწილეობით. ღონისძიების მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი და აქტიური ცხოვრების გზით თანაბარი პირობების შექმნის ხელშეწყობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
ავოტრალში შშმ პირებისა და პროფესიონალი ავტომბროლელების გარდა მონაწილეობს მიიღებენ: ნანიკო ხაზარაძე, ნიკა არაბიძე, გიორგი სუხიტაშვილი, ვასილ ფხაკაძე, ხატია მოისწრაფიშვილი და ლაშა დვალიშვილი.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა მათი სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებში ჩართულობაა, ამ მიზნით პროექტის ავტორები და ორგანიზატორები, მხარდამჭრთა დახმარებით, მომავალშიც არაერთი ღონისძიების ჩატარებას გეგმავენ, რომლებშიც უფრო მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი იქნება ჩართული.