მისივე თქმით, დებულების დამტკიცებიდან 60 დღის ვადაში გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგისტრაცია უნდა მოხდეს.
“გუბერნატორების ადმინისტრაციებში მოცემულია სტრუქტურული ცვლილებები, რის მიხედვითაც იქნება ადმინისტრაციული სამსახური, თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახური, რეგიონული პროექტებისა და პროგრამების კოორდინაციის სამსახური. გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დროებით დარჩება გუბერნატორის სტრუქტურის ქვეშ, თუმცა, დროთა განმავლობაში ის შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა გადაეცეს. დებულების დამტკიცებიდან 60 დღის ვადაში, გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგისტრაცია უნდა მოხდეს და შესაბამისად, ახალი დებულება უნდა დამტკიცდეს,” _ განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა უნდა დაიწყოს, რომლის მიხედვითაც გუბერნატორი ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის ერთ-ერთი დამაკავშირებლი რგოლი იქნება, რასაც ადგლობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტთა ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ გუბერნატორის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ჩასმით ხელისუფლება კონსტიტუციას უხეშად არღვევს.