“გუშინ საღამოს ინტერნეტ სივრცეში გაჩნდა საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია ლანჩხუთის “გურიას” ირგვლივ, ბოლნისის სიონთან გასამართ თამაშთან დაკავშირებით. გვინდა გამოვეხმაუროთ აღნიშნულ ფაქტს და განვაცხადოთ, რომ კლუბის ხელმძღვანელობა მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ გუნდი ხვალინდელ მატჩზე გავიდეს სათამაშოდ და წარმატებული გამოსვლა გააგრძელოს საქართველოს 25-ე ეროვნულ ჩემპიონატში. ასევე, გვინდა დავამშვიდოთ “გურიას” მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი და პირველ რიგში მადლობა გადავუხადოთ ერთგულებისთვის და დავპირდეთ, რომ ლანჩხუთის “გურია” არ დაიშლება და იგი კვლავ, არაერთგზის გაახარებს მათი თამაშით, რომელმაც ჩემპიონატის მსვლელობაში ერთი-ორად გაზარდა ქომაგთა ინტერესი და ფეხბურთის სპეციალისტთა მოწონება დაიმსახურა”, _ ნათქვამია განცხადებაში.