27 მილიონი, რომელსაც ევროკავშირი გამოყოფს, ჯანდაცვისა და განათლების სამინიტროებს შორის განაწილდება და კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას, შრომის ბაზრის კვლევას, სამუშაოს მაძიებელთა ერთიანი ბაზრის შექმნასა და კადრების პროფესიულ განათლებას მოხმარდება.
ბიუჯეტის დახმარების პროგრამა 2014-2017 წლებზეა გაწერილი, საბოლოო შეთანხმების დოკუმეტს კი ხელი წლის ბოლოს მოეწერება. შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზეც ისაუბრა. მინისტრმა ევროკავშირის წარმომადგენლებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობის პროცესი გააცნო, ასევე აუხსნა სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაობის პრინციპი და ონკოლოგიური სფეროს განვითარების სტრატეგიაზეც ესაუბრა.