აღსანიშნავია ფასების მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (10,2 პროცენტი) და რძე, ყველი და კვერცხი (3,5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე (-5,7 პროცენტი);
მოცემულ პერიოდში 0,5 პროცენტიანი ფასების მატება დაფიქსირდა ასევე ჯანმრთელობის დაცვაზე. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ნოემბრის თვის ინფლაციაში 0,05 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯგუფში ფასები გაიზარდა ფარმაცევტულ ნაწარმზე (1,5 პროცენტი) 2013 წლის ნოემბერში 2012 წლის ნოემბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,6 პროცენტი შეადგინა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 8,6 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,45 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმზე (13,8 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: აღნიშნულ პერიოდში ფასები გაიზარდა 3,4 პროცენტით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში შეადგინა 0,29 პროცენტი.
ფასები გაიზარდა საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთებზე (7,3 პროცენტი), საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (3,9 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში შემავალ საქონელზე (მომსახურებაზე) ფასები შემცირდა 3,2 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,42 პროცენტული პუნქტი წვლილი შეიტანა. აღნიშნულ ჯგუფში ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-10,8 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-3,4 პროცენტი).