მისივე თქმით, დღეს საღამოს მინისტრები აღნიშნულ საკითხზე მსჯელობსთვის იკრიბებიან.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული ფინანსური და ეკონომიკური თვალსაზრისით. როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს და ხელისუფლების მთავარი დაპირება იყო, არის და დარჩება სამართლიანობის აღდგენა.
კითხვაზე, არის თუ არა მზად 2014 წლის ბიუჯეტი წინა ხელისუფლების მიერ მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად, ფინანსთა მინისტრმა უპასუხა, რომ 2014 წლის ბიუჯეტი ამ ეტაპზე ამას არ ითვალისწინებს, რადგან არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ამაზე მუშაობა გრძელდება.
“ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რაზეა საუბარი ზოგადად ან ჩამორთმეული ქონება სად არის. ყველაფერს სჭირდება ძალიან სკურპულოზური გაანალიზება”, _ განაცხადა ნოდარ ხადურმა.