შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები და ამ უკანასკნელის მანდატის სამომავლოდ გაგრძელების პერსპექტივები.
დავით სუჯაშვილმა საუბრისას ხაზი გაუსვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის როლის მნიშვნელობას საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების სფეროში, მის წარმატებულ მედიაციას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრების ფორმატში და ე.წ. ცხელი ხაზის ეფექტურ ფუნქციონირებას.