დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე, გამგებლის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე, სოფელ კონჭკათის მკვიდრი ნარი მუჯირი, კომპანია “გეო-ფიზიკა-კრაკოვის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს გიზო კუკავაძეს შეხვდნენ და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რაც აღნიშნული კომპანიის მიერ სოფელ კონჭკათში ხდება, აღნიშნული კომპანიის შესვლის შემდეგ. ადგილობრივი ხელისუფლებისა და აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები შეხვედრის დასასრულს ერთ რამეზე შეთანხმდნენ, რომ კომპანიის მიერ აფეთქება აღარ მოხდებოდა.
ნარი მუჯირი: თქვენი კომპანიის მიერ აფეთქების შედეგად დაზიანდა სტადიონი. თქვენს წარმომადგენლებს არ გააჩნია არანაირი კონტრაქტი, თქვენ დღეს იყავით ისეთ ადგილებში შესული, სადაც კაპიტალური სახლი მეწყერმა ჩაიტანა, მე თქვენ ახლა გადმოგცემთ მთელი სოფლის მოთხოვნას, თუ თქვენ არ წახვალთ, სოფელი ფეხზე ადგება და ძალით მოგიწევთ სოფლის დატოვება. დღეს მე ეს ხალხი გავაჩერე, იმიტომ რომ მე წარმოვადგენ სოფელს, რომელმაც ხმა მისცა დღევანდელ ხელისუფლებას და ხელოვნურად ნუ შევუქმნით ისეთ სიტუაციას, რომ სოფელი ადგეს ფეხზე. ჩვენ გვინდა ეკოლოგიურად სუფთა სოფელი და არსად წასვლას არ ვაპირებთ.
კოტე შარაშენიძე: მე მაინტერესებს ერთი რამ, რა გარანტია გვაქვს, რომ ამ ადგილებში არის ნავთობი? გავაჩეროთ კონჭკათში, ამ სამუშაოების გაგრძლება აღარ შეიძლება. მაგ სოფლის მოსახლეობას ისედაც უზარმაზარი პრობლემები აქვთ, დაზიანდა ინფრასტრუქურა, დაუზიანდათ ფუნდამენტი, სახურავი და ეს მოსახლეობა მერე ყველა ჩვენთან დადის კონპესანციისთვის და მე აღარ მოგცემთ მაგის უფლებას, უნდა გაჩერდეთ. დადეთ შესაბამისი დასკვნა, _ მიმართავდა შარაშენიძე კომპანიის წარმომადგენლებს. მოსახლეობის ინტერესი არ უნდა გაითვალისწიონოს იმან, ვინც ლიცენზიას გასცემს?
გიზო კუკავაძე, “გეო-ფიზიკა-კრაკოვის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: ჩვენ ვასრულებთ დაკვეთილ სამუშაოს, ეს არის კომპანია “ვი-პი-ჯორჯია“, რომელიც არის ბლოკის მფლობელი დასავლეთ საქართველოში, კომპანია ახორციელებს სეისმო -ნავთობ-საძიებო სამუშაოებს.
აუცილებლად გავაკეთებთ, დაზიანებულ სტადიონს და უფრო უკეთესად ვიდრე იყო.
სეისმო-საძიებო-სამუშაოები, გეტყვით ახლავე, საერთოდ არის ყავაზე მკითხაობასავით რა! ჩვენი წარმომადგენლები ამბობენ, რომ სავარაუდოდ ნავთობი არის სწორედ იმ სოფლებში, სადაც ვართ შესულები. ეს იყო ლესა, სუფსა, ბაილეთი, ნატანები, შრომა, კონჭკათი. კი ბატონო მეწყერსაშიში სოფლებია, გეთანხმებით, მაგრამ ისე მოგვიწია, რომ უაზროდ შევედით მეწყერზონაში რა! ყველას ყველაფერი აუნაზღაურდება. მე მოსახლეობას ხელშეკრულებას ვერ დავურიგებ, მე მათ ავუხსენი, რომ თუ რაიმე დაუზიანდებათ ავუნაზღაურებთ.
ერთ რამეს გთხოვთ, არ ავაფეთქებ თქვენს სოფელში, ოღონდ მიწაში კაბელი ჩამადებინეთ და გამაჭიმინეთ, გარანტიას გაძლევთ არ ავაფეთქeბ, არაფერს არ გავაფუჭებთ, მხოლოდ ამის ნება მომეცით რა!