სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის საქართველოს პროექტების ხელმძღვანელმა დინა სალეჰიმ დადებითად შეაფასა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობა. მან აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკისდაIFAD-ისა ხელშეწყობით, მომავალ წელს საქართველოში ახალი პროექტი დაიწყება. რომელის ფარგლებშიც მოხდება საირიგაციო არხებით მოსარგებლე ფერმერების ინსტიტუციონალური განვითარება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩართულობა, პროექტის ეფექტურად განხორციელებას შეუწყობს ხელს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,მსოფლიო ბანკისა დაIFAD-ისახალი პროექტი ,,ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარება“ მომზადება პროცესშია და სავარაუდოდ მისი განხორციელება მომავალი წლის აპრილიდან დაიწყება. პროექტი ითვალისწინებს საირიგაციო სისტემების გაუმჯობესებას და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას.