გარდაცვლილი მამაკაცი სასჯელს ყაჩაღობისა და მკვლელობის მცდელობისთვის იხდიდა და მას 9 წლის ჰქონდა მისჯილი.
ოჯახს მომხდარის შესახებ უკვე შეატყობინეს. ახლობლების თქმით, კოლონიაში განუცხადეს, რომ პატიმარი გულის შეტევით გარდაიცვალა.
აღნიშნულ ინფორმაციაზე სასჯელაღსრულების სამინისტროს კომენტარს “გურია ნიუსი” მოგვიანებით შემოგთავაზებთ.