“მნიშვნელოვანია, რომ მოხერხდა ერთობლივი ფორმატის ჩამოყალიბება. სამხარეო დონეზე არავითარი წარმომადგენლობითი ორგანო აღარ შეიქმნება. ანუ ის სასიშროება, რომელსაც ქართველი ერი ძალიან სერიოზულად ხედავდა კოდექსის ამ ნაწილში, აღმოფხვრილი და მოხსნილია”, _ აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა.
კანონპროექტში ცვლილების ერთ-ერთი ინიციატორი დავით ბერძენიშვილი კი აცხადებს, რომ საკონსულტაციო ორგანოს სახელის დაზუსტება მოხდა. ეს იქნება სამხარეო საკონსულტაციო ორგანო, რომლის შემადგენლობა მუნიციპალიტეტების პირველი პირებით დაკომპლექტდება. რაც გუბერნატორს საშუალებას მისცემს მისი საქმიანობა, ეფექტურად განახორციელოს.
“ჩვენ დავაზუსტეთ ამ საკონსულტაციო ორგანოს სახელი. ეს არის სამხარეო საკონსულტაციო ორგანო, რომლის შემადგენლობა ჩვენი წინადადებით განისაზღვრება,თითეულ მუნიციპალიტეტში სამი პირველი თანამდებობის პირით. ეს არის პირდაპირ არჩეული მერი ან გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს მიერ არჩეული თავმჯდომარის მოადგილე. ისინი წარმოადგენენ სამხარეო საკონსულტაციო საბჭოში მუნიციპალიტეტბს”, _ განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, რომელსაც არასაპრლამენტო პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, თვითმმართველობის კოდექსი განიხილეს, სადაც სადაო საკითხი გადაჭრეს და ამას ორივე მხარე დადებითად აფასებს.