გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი მერლანმა თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის შესრულებისას, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, მოქალაქეს მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გადაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 30 000 აშშ დოლარი.
გიორგი მერლანი ამ დროისთვის დაკავებულია.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წალმდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).