სუნგულიამ სასამართლოს მიმართა, დღეს მისი სარჩელი დაკმაყოფილდა. ამის შეასხებ “გურია ნიუსს” თავად მარინე სუნგულაიმ აცნობა.
“დამთავრდა მეორე პროცესი სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე საათის წინ.
პირველივე სასამართლო პროცესზე შეიმჩნეოდა, რომ მოსამართლე იყო ძალიან ობიექტური, ახლა კი მიიღო გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდა ჩემი სარჩელი იმ კუთხით, რომ გაუქმდა ბრძანების ოქმი გიორგი ჭყონიას დანიშვნის შესახებ და გადაეცა სამინისტროს ბოლომდე ამ საქმის მოგვარება.”
გურიის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის უფროსი გიორგი ჭყონია კი “გურია ნიუსთან” აღნიშნავს, რომ მოსამართლემ მარინე სუნგულიას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
“ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებ,” _ უთხრა ჭყონიამ “გურია ნიუსს”.