25 ნოემბერს – ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია დაიწყო და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება. კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
16 დღიან კამპანიას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება ძალადობის წინააღმდეგ გამართულ კამპანიას საინფორმაციო აქციით, რომელიც განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლებისა და გენდერულ საკითხთა განყოფილების მიერ არის ინიცირებული.
აქციის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა საინფორმაცია კამპანია გამართეს, სადაც ადამიანებს სპეციალურად მომზადებულ ბუკლეტები დაურიგეს.