აღნიშნული ცვლილება შედის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონპროექტში:”საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”. კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია მიქელაძემ წარუდგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, ზუსტდება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფუნქცია-სააერნაოსნო მომსახურების ინსპექტირება და მონიტორინგი. სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის შედგენისა და გამოთვლის პრინციპების დანერგვის მიზნით, დგინდება მისი საკანონმდებლო საფუძველი და ზუსტდება სახელმწიფო საჰაერო ხომალდების კლასიფიცირების პრინციპი. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved