მისი თქმით, ხელფასის სამი კომპონენტიდან ორი – კანონით უნდა იყოს განსაზღვრული.
“ასეთი კანონი არ არსებობს, ბიუჯეტიდან კი თანხები იხარჯება. ეს მავნე პრაქტიკა გრძელდება წლების განმავლობაში. რეფორმა, მითუმეტეს საჯარო სექტორის რეფორმა, კანონს და კანონისადმი პატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ იქნება წარმატებული. კანონთან წინააღმდეგობაში მოსული წარმატებული რეფორმა ბუნებაში ვერ იარსებებს,” _ წერს ალაფიშვილი.
აღნიშნული საკითხის შესახებ ვრცელ სტატიას “გურია ნიუსი” მოგვიანებით შემოგთავაზებთ.