17 საათის მონაცემებით, ლანჩხუთში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 13 461 ამომრჩეველმა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 46%-ს შეადგენს. სულ ლანჩხუთში 29 197 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებს ბოლოჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, პრეზიდენტი არჩევნების გზით აირჩიონ.