17 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითდაზიანება მიიყენა, კრიტიკულია. როგორც კლინიკა “მედინას ექიმბი აცხადებენ, მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს სახის არეში ცეცხლსასროლი იარაღით სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს მიღებული.
ახლობლები ხელვაჩაურში, მოზარდის მიერ თვითდაზიანების მიყენებას ინტერნეტ თამაშს უკავშირებენ. მათი თქმით, ბიჭი „ლურჯ ვეშაპს“ თამაშობდა.
17 წლამდე ბიჭი ხელვაჩაურში კლინიკა “მედინაში” გუშინწინ მოათავსეს. მას გვიან ღამით, გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს.