ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის მორიგ საინტერესო ისტორიას ავრცელებს. ამჯერად 1920 წელს ლანჩხუთში სასულე ორკესტრის შექმნის შესახებ მოგვითხრობენ.
“1920 წელს ლანჩხუთში სასულე ორკესტრი შეიქმნა მას წარმოშობით პოლონელი, უმაღლესი მუსიკალური განათლების მქონე პიროვნება ივანე პეტრეს ძე ბერტულისი ხელმძღვანელობდა.
მუნიციპალიტეტის ხარჯზე შეიძინეს 25 ინსტრუმენტი. ივან ბერტულისი ორკესტრს 1935 წლამდე ხელმძღვანელობდა.
სასულე ორკესტრი ლანჩხუთის ცენტრში მდებარე მინდორზე სახალხო სეირნობების დროს ვალსებს ასრულებდა, ნაწყვეტებს ოპერებიდან: ვერდის„ტრავიატა“, გუნოს „ფაუსტი“, ბიზეს „კარმენი“. ასევე მონაწილეობდა არჩევნებში, ოლიმპიადებზე, სამგლოვიარო პროცესიებზე. მოგვიანებით ორკესტრს ხელმძღვანელობდა ივანე (ვანიჩკა) ჩხაიძე.
ფოტოზე ლანჩხუთის სასულე ორკესტრი. მასალა დაცულია ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.“ – წერია ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის ფეისბუქგვერდზე.