ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმაში მცხოვრები 20 წლის ბ.გ. თბილისის ზღვაზე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც მისმა ახლობლებმა “გურია ნიუსს” უთხრეს, ბ.გ. მეგობრებმა ხეზე ჩამომხრჩვალი ნახეს.
გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ მათთვის უცნობია მიზეზი, რის გამოც ბ.გ-მ ეს ნაბიჯი გადადგა:
_ შესანიშნავი ბიჭი იყო. სამრევლო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. უნივერსიტეტში 50 %-იანი გრანტით მოეწყო.
რამდენადაც ვიცით, მას პრობლემები არ ჰქონდა და ეს ყველასთვის მოულოდნელი იყო, _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას მისმა ახლობლებმა.
დაღუპული უკვე ჩამოასვენეს ჩოხატაურში. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული.