2017 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატი დღეს იწყება. საქართველოს ნაკრებთან ერთად “D” ჯგუფში ლიტვა, ისრაელი, გერმანია, იტალია და უკრაინა ასპარეზობენ.
საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ლიტვა იქნება. დღევანდელი შეხვედრა 19 საათსა და 20 წუთზე დაიწყება.
პირველი არხი ამ და “ევრობასკეტის” სხვა შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟს გთავაზობთ.
ჯგუფური ეტაპის მატჩების განრიგი:
31 აგვისტო
საქართველო – ლიტვა – 19:20
2 სექტემბერი
საქართველო – გერმანია – 16:45
3 სექტემბერი
საქართველო – უკრაინა – 16:45
5 სექტემბერი
ისრაელი – საქართველო – 22:30
6 სექტემბერი
საქართველო – იტალია – 18:30
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს ოთხი ქვეყანა- ისრაელი, რუმინეთი, ფინეთი და თურქეთი მასპინძლობს. ოთხი ექვსგუნდიანი ჯგუფიდან კი მომდევნო ეტაპის საგზურს ოთხი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.
ევროპის ჩემპიონობისთვის ბრძოლა სტამბოლში გაგრძელდება.
2017 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატს საქართველოში ექსკლუზიურად საზოგადოებრივი მაუწყებელი გთავაზობთ.
31 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე პირველი არხის ეთერში ევრობასკეტის 30 მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია იგეგმება.
სპეციალურად ამ ტურნირს არაერთი სპორტული გადაცემა მიეძღვნება, სადაც ჩემპიონატის მიმდინარეობის შესახებ მაყურებელი დეტალურ ინფორმაციას მიიღებს.