საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრობი კანდიდატის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამინისტრო მინიმუმამდე დაიყვანს ბიუროკრატიულ პროცედურებს, რათა მასწავლებლებმა დრო მთლიანად პროფესიულ განვითარებას დაუთმონ:
„განათლების პროცესში უმთავრეს როლს პედაგოგი ასრულებს. მასწავლებლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად ყველა პირობას შევქმნით, რომელიც ორიენტირებული იქნება არამხოლოდ თეორიაზე, არამედ პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე. პროფესიული განათლების მოტივაციის ამაღლების მიზნით, 2018 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზრდება წამყვანი და მენტორი მასწავლებლების დანამატები. ამასთან, მინიმუმამდე დავიყვანთ ბიუროკრატიულ პროცედურებს, რათა მასწავლებლებმა დრო მთლიანად პროფესიულ განვითარებას დაუთმონ. ამავდროულად, პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში და კომპექსურად განხორციელდება პედაგოგთა კვალიფიკაციის მონიტორინგი, დაიხვეწება შიდა და გარე შეფასების მექანიზმები, რომელთა მიზანია საუკეთესოთა გამოვლენა და სათანადო დაფასება“, – განაცხადა ჩხენკელმა