კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატ დავით ნარმანიასა და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ნიკა მელიას შორის, გუშინ გამართული დებატების შეფასებისას, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ აქ მელიას უპირატესობა გამოიკვეთა.
"შედარებით გამოიკვეთა მელიას უპირატესობა, რადგან ის თბილისის მოსახლეობას გარკვეულ ალტერნატიულ პროექტებს სთავაზობს. ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი დავით ნარმანია დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს", _ უთხრა "გურია ნიუსს" ჩიტაძემ.