ამ ეტაპზე, #61 ლანჩხუთის ოლქში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ლანჩხუთის გამგებლობისთვის ბრძოლა ორ კანდიდატ – "ქართული ოცნებიდან" ზაზა ურუშაძეს, ხოლო "პატრიოტთა ალიანსიდან" ბორის ჭყონიას შორის მიმდინარეობს.
#61 ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ნინო მგელაძის ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი დაწყებულია და ამ ეტაპზე არცერთ უბანზე დარღვევა არ ფიქსირდება.